ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლალი სიჭინავას ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში ხვალ სასწავლო პროცესი არ იქნება.
„ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჯარო სკოლებში ხვალ სასწავლო პროცესი იქნება. თუ როდის განახლდება სასწავლო პროცესი სოფლებში, ამის შესახებ დამატებით ინფორმაცია ხვალისთვის გვეცოდინება, – გვითხრა ლალი სიჭინავა.
ლალი სიჭინავას თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე ორ სასულიერი გიმნაზიაში ასევე არ იქნება სასწავლო პროცესი.
ინფორმაციისთვის, გურის რეგიონში სამი დღეა თოვს, რის გამოც რეგიონში რამდენიმე პრობლემა შექმნა. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და ინტერნეტი.