ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაური – მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ბიგვავასთან ერთად გაეცნო.
„ განვაგრძობთ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ოზურგეთში. ახლა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, ლიხაური – მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. აქ გზა ფაქტობრივად არ არსებობდა და ჩვენს თანამოქალაქეებს ყოველდღიურად დაზიანებული მონაკვეთებით სარგებლობა უწევდათ. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ოზურგეთის მხარდაჭერისთვის!“– განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
პროექტის ბიუჯეტი 1 298 726 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება.
(R)