ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლალი სიჭინავას თქმით, ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ქალაქ ოზურგეთის ოთხ სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდება სამშაბათს.
„ქალაქის #1, #2, #3 და #4 საჯარო სკოლები მზად არიან მიიღონ მოსწავლეები და აქედან გამომდინარე ხვალ, სამშაბათს განახლდება სასწავლო პროცესი. რაც შეეხება ორ კერძო სკოლას, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე არის, იქ სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე არ განახლდება,“ – გვითხრა ლალი სიჭინავამ.
როდის განახლდება სასწავლო პროცესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.
„ოთხშაბათს სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და შემოგვიერთდება სოფლის რამოდენიმე სკოლა,“ – აღნიშნა ლალი სიჭინავამ ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს.
მისივე თქმით, პარასკევიდან საგაზაფხულო არდადეგები იწყება, რომელიც 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ახლახანს მოგვაწოდეს ინფორმაცია, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, რომ ხვალ ურეკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება.