ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა – ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია:
_ კომისიების წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომელიც საკრებულოს მორიგ სხდომაზე იქნება განხილული. აღნიშნული პროექტი შეეხება თანხმობის გაცემას ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის და სოფელ ცხემლისხიდის საბავშვო ბაღისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გრანტის მიღების თაობაზე.




























































