ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი სკოლა არის მთლიანად გადასულ ონლაინ რეჟიმში. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცეტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის თქმით, სწავლება ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსგან არის დაშვებული.
“12 საჯარო სკოლებში ვართ გადასული სხვადასხვა კლასებში ონლაინ. სოფელ თხინვალის და სოფელ გურიანთის სკოლები სრულად არის გადასული ონლაინ სწავლებაზე. ერთეული შემთხვევები არის. კონტაქტის დადასტურების შემთხვევაში ,ეპიდემიოლოგები იღებენ გადაწყვეტილებას და მათთან შეთანხმებით ხდება კლასის გადაყვანა ონლაინ სწავლებაზე.“ – გვითხრა ლელა იმედაშვილმა.
“გურია ნიუსი“ ასევე დაინტერესდა, იგეგმება თუ არა უახლოეს დღეებში საკლასო ოთახიდან სწავლის გაგრძელება ონლაინ.
“ამის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტრო იღებს.“ – გვითხრა ლელა იმედაშვილმა.
[sexy_author_bio]