ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს სხდომა, ორი მოწვევის საკრებულოს წევრის დიმიტრი კვერღელიძის გახსენებით დაიწყო. საკრებულოს წევრებმა გარდაცვლილი კოლეგის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
ბიურომ სამი საკითხი განიხილა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
მერიის წარმომადგენლებმა ბიუროს, ელექტრონული პეტიციით ინიცირებული საკითხის, რომელიც სოფელ ოზურგეთში სასმელი წყლისა და შიდა გზების მოწყობას ეხება, განხილვის შედეგები წარუდგინეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აისახა.
საკრებულო, ასევე, გადაწყვეტილებას მიიღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
გიორგი გირკელიძე