ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ყაყანი და ყვირილი გრძელდება.
დღევანდელი სხდომა “შტურმით” ოცნების დეპუტატებმა გახსნეს და აქამდე აქტიურობენ ხაბეიშვილ_ მერაბიშვილის ფოტოებით.
_ თავმჯდომარე, რატომ ხარ ჩუმად? უზრუნველყავი სხდომის ჩატარება,_ იძახიან საკრებულოს ნაციონალი წევრები.
თუმცა თავმჯდომარე წყნარად ზის, მოადგილესთან ერთად.
სხდომა ჯერ არ დაწყებულა. დეპუტატები ისევ ხორხოცობენ.
_აქ საერთოდ არ მოვალ. ან 6 თვეში ერთხელ მოვალ. იმდენი საქმეა და ესენი რა დღეში არიან აქ. _თქვა ნაციონალმა დეპუტატმა თორნიკე გოგუაძემ.
ავტორი