ოზურგეთის საკრებულოს სხდომა უკრაინელების მიმართ სოლიდარობის გამოხატვით დაიწყო.
რამდენიმე წუთის წინ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დეპუტატებს მიმართა და უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადა.
_ ჩვენ ვართ მუდამ უკრაინის გვერდით. ჩვენი ძმობა არის ძველისძველი. გაუმარჯოს უკრაინას,_ განაცხადა დარჩიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლის შემდეგ უკრაინას სოლიდარობა ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც გამოუცხადეს. მათ დროშა გაშალეს.
[sexy_author_bio]