https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე უმეტესი დრო კვლავ ჩხუბს და დაპირისპირებას შეეწირა

10:56; 27.04.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

19 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა საკრებულოს წევრებს და დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი გააცნო.

პირველი საკითხის ირგვლივ, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცებას ეხებოდა, ოზურგეთის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა. მან თქვა, რომ გასახორციელებელი პროექტების მთავარი მიმართულებაა სოფლების შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოწყობა და რომ ყველა სოფელში, ძირითადად, ასეთ მონაკვეთებზე დაიგება აღნიშნული საფარი.

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა, სოფლების მოსახლეობას, მიუხედავად მრავალი პრობლემისა, უპირველეს საქმედ, პრიორიტეტად მიაჩნია და გამოთქვამენ კიდეც კმაყოფილებას, რომ ბეტონის საფარი ყველა სოფლის კრიტიკულ მონაკვეთზე იგება. განსაკუთრებით იქ, სადაც გადაადგილება, თითქმის, შეუძლებელი იყო:

_ ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა მოსახლეობასთან და ყველგან მხარი დაუჭირეს ამ მიმართულებით პროექტების გახორციელებას, _ განმარტა გიორგი ღურჯუმელიძემ.

მეორე საკითხის ირგვლივ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცებას შეეხებოდა, საფინანსო სამსახურის უფროსმა, პავლე ჭყონიამ ისაუბრა.

მან თქვა, რომ 2022 წლის განმავლობაში გახორციელდა სამი ცვლილება.

ბიუჯეტში გახორციელებული ცვლილებებისა და დამატებების შედეგად, 2022 წლის ბიუჯეტი, 31 დეკემბრის მდგომარეობით, განისაზღვრა 66 მილიონ 706,9 ათასი ლარით.

_ ბიუჯეტი შედგენილია პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით, რაც იმას გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების ყველა მიზნის მისაღწევად, გასახორციელებელი პროგრამებისა და თუ ქვეპროგრამების ერთობლიობას წარმოადგენს. მასში ასახულია როგორც გეგმიური, ისე ფაქტიური მაჩვენებლები. ასევე, მოიცავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებების, ქვეპროგრამებისთვის გამოყოფილი ასიგნებების, საკასო შესრულების შესახებ ინფორმაციაც, _ თქვა პავლე ჭყონიამ და მოიშველია დაზუსტებული რიცხვები.

კერძოდ: 2022 წლის ფაქტიურმა შემოსულობებმა შეადგინა 62 593,2 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 101,5 პროცენტია. შემოსულობებიდან გადასახადების სახით მიღებულ შემოსავლებზე მოდის 28 703, 3 ათასი ლარი. გრანტების სახით მიღებულ შემოსავლებზე 28 401,1 ათასი ლარი. პავლე ჭყონიამ, ასევე, ისაუბრა საგადასახადო შემოსავლების ცალკეულ მიმართულებების მიხედვით შესრულების მდგომარეობაზე.

წარმოდგენილი მოხსენების შემდეგ, რაც 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ეხებოდა, საკრებულოს “ნაციონალმა” წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა სიტყვა ითხოვა და თქვა, რომ კითხვები აქვს და აუცილებლად უნდა მოუსმინონ, თან წარმოდგენილ დოკუმენტს “ნაჯღაბნი” უწოდა:

_ გამეცით პასუხი! თქვენს წარმოდგენილ დოკუმენტში, რაც აქ დაჯღაბნეთ, ირკვევა, რომ ბიუჯეტის საერთო შესრულება გაქვთ 72%, ანუ, ფაქტობრივად, 2/3 ბიუჯეტის ვერ აითვისეთ. ინფრასტრუქტურის მიმართულებით შესრულება 60%-ია, ანუ ყოველი მეორე სამუშაო ვერ შეასრულეთ. კორუფცია გაქვთ გაჩაღებული. სამაგიეროდ, ხელფასების მხრივ, წარმომადგენლობითი ხარჯი შეასრულეთ 92%-ით. ანუ, სამუშაოს ვერ ასრულებთ, მაგრამ ხელფასებს კი იღებთ. ვერც ჯანდაცვის მიმართულებით ვერ შეასრულეთ ვერაფერი… ეს ხდება იმ მუნიციპალიტეტში, სადაც 62 863 ადამიანი ცხოვრობს და ყოველი მეორე, 30810 ადამიანი ოფიციალურად, სოციალურად დაუცველთა ბაზაში არის რეგისტრირებული, _ გაცხარებით საუბრობდა თათია ნიკოლაშვილი.

მას სიტყვა შეაწყვეტინეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა. საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია მოითხოვდა მისგან, დაესვა კითხვები, რაზეც პასუხს გასცემდნენ. ამასობაში ვითარება, ტრადიციულად, კვლავ დაიძაბა. “ქართული ოცნების” წევრებმა კატეგორიულად უარყვეს ნიკოლაშვილის დასმული კითხვები, იქით უწოდეს კორუმპირებული პარტია და შეახსენეს, რომ ხმაც კი არ აქვთ ამოსაღები.

 საკრებულოს წევრმა, ქეთი ხომერიკმა თათია ნიკოლაშვილს დავით კეზერაშვილი გაახსენა:

_ როგორ არ გრცხვენია, თათია, ხმას როგორ იღებთ? კორუფციით ნაშოვნი ფულით ფინანსდებით! თქვენმა კეზერაშვილმა ევროპელ პენსიონერებს მოპარა ფული, გაძარცვა და ახლა თქვენ გაფინანსებთ, რომ აქ იკივლოთ და იწივლოთ. არ გრცხვენია? ხაბეიშვილს მიხედეთ კიდევ, მუხა ვარო, რომ იძახის, რკო არ დაისხას და ღორმა არ შეჭამოს, _ ურჩია ქეთი ხომერიკმა ნიკოლაშვილს.

დავა და დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. დარბაზში დაცვის პოლიციაც გამოჩნდა, რაც ჩვეულებრივი ამბავია ოზურგეთის საკრებულოს სხდომების ჩატარებისას.

_ ჩემო დათო, გამოიხედე, მსგეფსის კვირაა, არ გვინდა ჩხუბი. გეკითხები, უბრალოდ, რას ამბობს თათია არასწორს? კითხვებს სვამს. ახლა მინდა გკითხოთ, რატომ ვერ მოხერხდა სამი წლის განმავლობაში ნასაკირალის სამკილომეტრიანი საავტომობილო გზის დასრულება? როცა ამის გამო საპროტესტო აქცია ჩაატარა მოსახლეობამ, ჩვენი ორი წევრი, საკრებულოს დეპუტატები დააკავა პოლიციამ. ასევე, წამოდით და ნახეთ, როგორ იშლება სოფელ მშვიდობაურში ერთი კვირის წინ გაკეთებული სკოლა. რომ მოიტანეთ და ქალაქის ცენტრში რკინის კუბოები დადგით, აიღეთ ეს კუბოები, მოაშორეთ აქედან! საქმე გააკეთეთ! მთელი საქართველო დაგვცინის. ახალგაზრდობა ან ნარკოტიკულ საშუალებებს ეტანება ან უცხოეთში გარბის, დაფიქრდით ამაზე! მე ასე ვფიქრობ, მაქვს ეჭვი, რომ კორუფციაშია ჩაფლული მთელი ოზურგეთის მთავრობა, _ მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გოჩა შარაშენიძემ დავით დარჩიას და საკრებულოს სხვა წევრებს.

_ არასწორად საუბრობ, გოჩა! აბა, რას ამბობ? ნახე, რამდენი სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდა ოზურგეთში. თქვენს დროს რა გაკეთდა? როგორც ჩანს, მშვიდობაურის შემთხვევაში არაკეთილსინდისიერ მეწარმესთან გვაქვს საქმე. ასეთი რაღაცეებიც ხდება. თუმცა, ესეც გამოსწორდება, _ ასე უპასუხა შარაშენიძის ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გელა აროშიძემ.

_ თქვენ სულ ცრუობთ. რა გაქვთ სათქმელი? მხოლოდ კამერებთან პოზიორობაა თქვენი საქმე. მარტო ის თქვით, საბავშვო ბაღებში უფასო კვება თუ იყო თქვენს დროს? რამდენი რამ გაკეთდა. თქვენი კეზერაშვილი არის დადასტურებული დამნაშავე და ევროპელი პენსიონერები რომ გაძარცვა, იმ ფულით გაფინანსებთ, _ შეახსენა “ნაციონალებს” გიორგი ღურჯუმელიძემ.

ჩხუბისა და ყვირილის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და ტელევიზიების წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.

_ კი, მაგრამ, სანამ უნდა იჩხუბოთ? სულ კინკლაობა და ჩხუბი შეიძლება? სულ დაპირისპირებაში ხართ ჩართული, სულ წარსულს იხსენებთ. წელიწადნახევარია სულ ეს მესმის, მეტი არაფერი! არ მომწონს მე დეპუტატების ერთმანეთთან ასეთი დამოკიდებულება, ხალხი იცინის. რაღაც ხომ უნდა შეცვალოთ? _ მიმართა საკრებულოს წევრებს პარტია “საქართველოსათვის” დეპუტატმა სოფო ქარცივაძემ და მანაც დატოვა დარბაზი.

_ მკვდარი მკვდარს აეკიდა. ესეც ასეა! რაღაც თქვა, ვითომ… _ ჩაიქირქილეს “ოცნების” დეპუტატებმა, ქარცივაძის დარბაზიდან გასვლის შემდეგ.

ამავე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში, ქალაქში, შსს საპატრულო სამსახურისთვის ახალი ოფისის აშენების თაობაზე. ამავე შენობაში გურიის გარემოს დაცვის დეპარტამენტი და მანდატურის სამსახურიც განთავსდება. ამისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიწის ნაკვეთი ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე უკვე გამოყო _ ეს არის ნახევარი ჰექტარი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც მუნიციპალური საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადასცეს.

ოზურგეთის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაში, რომელსაც დეპუტატებმა ერთხმად უყარეს კენჭი, ნათქვამია, რომ “ოზურგეთის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული, ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება, 5,500 კვ.მ. დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, გადაეცეს უსასყიდლოდ, საკუთრებაში, სახელმწიფოს შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადასაცემად”.

როგორც ვთქვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ მორიგ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელეს. თუმცა, ხმაური, დაპირისპირება და ჩხუბი, ძირითადად, “ბიუჯეტის 2022 წლის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ”, განკარგულებას მოჰყვა და ძირითადი დროც სწორედ ამ დავამ და ჩხუბმა “აითვისა”.

საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები:

“მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში”;

“საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტები”;

“მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ”;

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ოზურგეთში წერეთლის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე’’;

“მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ”;

“ევროპის საბჭოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შეთანხმების თაობაზე’’;

“მუნიციპალიტეტის დასახლებებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ.”

აგრეთვე, დამტკიცდა შემდეგი დადგენილების პროექტი: მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის გახორციელების წესის შესახებ.

საკრებულომ, მოისმინა, დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო შემაჯამებელი ინფორმაცია 2022 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის, ცენტრალური ბიბლიოთეკისა და სამუზეუმო გაერთიანების გაწეული საქმიანობის შესახებ და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოხსენება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების მიზნობრივად გამოყენების, საიჯარო ქირის ამოღებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის გამოყენების ეფექტურობის თაობაზე.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გიორგი ღურჯუმელიძეთათია ნიკოლაშვილი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“უხვი ნალექია მოსალოდნელი”- თბილისის მერია

19:54; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:39; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივი მედიის გარეშე

17:19; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”

16:19; 26 თებერვალი, 2026

ხაშურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე იმედა კახიშვილს პატიმრობა შეეფარდა

საჯარო კონსულტაცია მწვანე წიგნთან დაკავშირებით

ყველა სიახლე

სამართალი

საია განცხადებას ავრცელებს

19:57; 26.02.2026
საზოგადოება

“უხვი ნალექია მოსალოდნელი”- თბილისის მერია

19:54; 26.02.2026
სამართალი

ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

19:32; 26.02.2026
სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18:45; 26.02.2026
სამართალი

პატრულის ყოფილ ოცმეთაურს მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად პროკურატურა 35 750ლარს გადაუხდის

18:15; 26.02.2026
პოლიტიკა

ვის შეეხება საქართველოში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება – ევროკომისიის პრეზიდენტი

18:04; 26.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:39; 26.02.2026
საზოგადოება

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივი მედიის გარეშე

17:19; 26.02.2026
სამართალი

სურსათისა და ხორცპროდუქტების მაღაზია გატეხეს

16:59; 26.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26.02.2026
სამართალი

“160 000 ლარი მიითვისა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ დაეუფლა და ანგარებით გამოიყენა”

16:48; 26.02.2026
სამართალი

მოსამართლემ ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

16:34; 26.02.2026
საზოგადოება

“აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”

16:19; 26.02.2026
საზოგადოება

ელზა სიმონიშვილი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად, სხვა გადამდებ დაავადებებთან ერთად, ისევ რჩება ტუბერკულოზი

16:03; 26.02.2026
პოლიტიკა

DRI: ახალგორში გადაადგილების საშვების გაცემა მოსახლეობას მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს

15:10; 26.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო