ოზურგეთის ტექნოპარკში ყველაზე მასშტაბური აგრომიმართულების ღონისძიება – ,,აგროთონი“ გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე დაესწრო. აგროსფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს, ორი დღის განმავლობაში იდეების განვითარებასა და დახვეწაში მენტორები ეხმარებოდნენ.
მონაწილეებმა საკუთარი პრეზენტაციები ჟიურის წევრებს წარუდგინეს, რის შემდეგაც 3 გამარჯვებული გამოვლინდა.
,,აგროთონში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 15 გუნდი მონაწილეობდა.
გამარჯვებულ გუნდებს ფულადი პრიზები: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან გადაეცათ.
(R)