ოზურგეთში 2026 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე ვრცელდება.
“ლუკა ქამადაძე 2026 წლის პირველი ოზურგეთელია. ლუკას დედას, მელანო ნატარიძეს, ვულოცავ შვილის დაბადებას და პატარას ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ”,_ აცხადებს ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია.































































