ოზურგეთში მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული, 75 წლამდე ასაკის მამაკაცი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად „მედალფაში“ გადაიყვანა, მოგვიანებით კი ბათუმში.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
































































