ოზურგეთში, ორი დღეა, ახალი, გარჩეული თხილის ჩაბარება დაიწყეს.
გარჩეული, ჯერ კიდევ უფრო ღია ფერის ნაჭუჭით, ძალდატანებით გარჩეულს რომ ეძახის ხალხი, ერთი კილოგრმი ორი ლარი ღირს.
_აქამდე ხიდან მოკრეფილს, მისი ქუჩეჩიანად ყიდდნენ, უფრო სახალისოდ და ტურისტებისთვის, ალბათ. ახლა ახალი, გარჩეული თხილის ჩაბარება დაიწყეს. სიახლე სხვაც გვაქვს, აქეთ „ბუტკაში“ ახალ თხილს იბარებენ, იქით „ბუტკაში“ კი გაზეთ „სტალინის“ გაყიდვა დაიწყეს. მეორე ნომერი ვნახეთ, აი თხილიც, მეორე დღეა, „შემოგვესტუმრა“. ახლა, მთავარია, გურულებმა შევაფასოთ, როგორ მოგვწონს ამფერი ორი სიახლე? _ ენაკვიმატობდნენ თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისში, თხილის მიმღებ პუნქტთან მდგარი მამაკაცები.
კითხვაზე, თავად როგორ მოსწონთ ეს, მათივე შეფასებით, „სიახლე,“ ამჯერად ცალი თვალი მოჭუტეს:
„მთავრობას მოეწონოს, მთავარია, ჩვენ ვის დავკარგვივართო“.
გურიაში კი კვლავ გადაუღებლად წვიმს და ახლა ხალხი უკვე იმაზე ფიქრობს, როგორ მოასწრონ თხილის მოკრეფა, გარჩევა და თუნდაც ორ ლარად ერთი კილოგრამის ჩაბარება.
ავტორი