ხვალ ოზურგეთში „ალეგრობა 2025“ გაიმართება. სადღესასწაულო ღონისძიებები დღის 15:00 საათიდან ჭადრების ბაღში დაიწყება და დაახლოებით ღამის 11 საათამდე გაგრძელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დღის განმავლობაში გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; გურული კერძების მასტერკლასი და დაგემოვნება; ღვინის კუთხე და დეგუსტაცია; საბავშვო გასართობი სივრცე (ანიმატორები, დრამერები, ზღაპრის გმირები, დიდ ეკრანზე მულტფილმების ჩვენება); ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავის ყვავილებით შემკობა; ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი; 18:00 საათი – ოზურგეთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება; 20:00 საათი – კონცერტი ჯგუფ „ურსას“ და DJ გიგა პაპასკირის მონაწილეობით.
„ალეგრობა 2025“ ღონისძიების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯიტიდან 60 000-მდე ლარის ტენდერი სექტემბერში გამოაცხადეს. ტენდერში „შპს გეოპროფი“ და შპს „ბეტა პრინტი“ მონაწილეობდა. გამარჯვებული ტენდერში შპს „გეოპროფი“ გახდა.































































