დღეს, ქალაქ ოზურგეთში პოლიციის შენობასთან აქცია ჩაინიშნა. „ოზურგეთში ჰყავთ გადმოყვანილი პატიმრები ბათუმიდან. 4 საათზე ვიკრიბებით პოლიციის შენობასთან მათ მხარდასაჭერად. გამოდით ვისაც შეგიძლიათ, არ დავტოვოთ მარტო ქვეყნის სიყვარულის გამო საკანში გამოკეტილი ხალხი!“ – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მიქაძე.
ინფორმაციისთვის, გუშინ ქალაქ ბათუმში გამართულ მშვიდობიან აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს.