ოზურგეთში, საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია 4 დეკემბერს დასრუდა.
აქ, 42 სკოლის დირექტორიდან, მოქმედი სერტიფიკატი აქვს 22 პირს. მათ არ აქვთ ვალდებულება, გაიარონ ეს ტესტირება.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი, „გურია ნიუსთან“ განმარტავს, რომ რეგისტრაცია უკვე დასრულდა და ახლა მთავარი ტესტირების თარიღი და ლოკაციაა, შემდეგ კი მეორე ეტაპის გავლა.
_ დასრულდა საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია. ვინც ეს პროცესი გაიარა, უფლება აქვთ, გაირონ ტესტირება და ჩაერთონ მომდევნო ეტაპზე. მალე დაზუსტდება ტესტირების თარიღი, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ, _ თქვა მან.
კითხვაზე, თუ რა მოხდება მეორე ეტაპზე, ლელა იმედაშვილმა თქვა, რომ მეორე ეტაპი გულისხმობს ვაკანტურ ადგილზე სტრატეგიული გეგმის წარდგენას.
_ეს მოხდება განათლების სამინისტროში. შემდეგ დირექტორობის მსურველს წარდგენა მოუწევს კონკრეტული სკოლის სამეურვეო საბჭოსთან. თუმცა, უმჯობესია, ყოველი ეტაპის გავლის წინ, დაველოდოთ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას. ჯერ საშური არის ტესტირების ვადები, რის შესახებაც სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, – გვითხრა ქალბატონმა ლელამ.
ავტორი