როგორც ახლახან „გურია ნიუსი“ წერდა, ოზურგეთში ორი მიუსაფარი ძაღლი ღია ცისქვეშ მოკვდა. ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ ქალაქის მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები და მკვდარი ცხოველები წაიღეს. იქვე განაცხადეს, რომ მოხდებოდა გამოკვლევა, რა გახდა სიკვდილის მიზეზი.
რადგან მოსახლეობას გაუჩნდა შიში, ს ხომ არ იყო ეს ცოფის შემთხვევა, ჩვენ დავუკავშრდით ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელს, ირაკლი გაბედავას და ვკითხეთ, თუ დადგინდა მიზეზი.
_ძაღლების სიკვდილის მიზეზი, როგორც კვლევის თანახმად დადგინდა, გახდა დაავადება „ჩუმა“. ცოფის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს, _ გვითხრა ირაკლი გაბედავამ.
ავტორი