ოზურგეთში ეპიდვითარება ისევ მზარდი რჩება. გასულ 24 საათში კოვიდინფიცირების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ დადასტურებულია 9650 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8639 პაციენტი, გარდაცვლილია 83.
ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 930 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 130, საკარანტინე სივრცეში 196, 604 პაციენტი კი ბინაზე მკურნალობს.