ოზურგეთში ეპიდვითარება ისევ მზარდია.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გასულ 24 საათში კოვიდინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 10743 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9734-ზე მეტი პაციენტი, გარდაცვლილია 84.