ოზურგეთში, საკვები პროდუქტების შედარებით სიიაფე, ახალი წლის შემდეგ, საგრძნობია. მაგალითად, ყველაზე ძალიან ფასის განახევრება სიმინდის ფქვილს დაეტყო.
_საბითუმო მაღაზიებში ერთი კილოგრამი მჭადის ფქვილი 2,50 ლარად ვიყიდე. მაგათ გაახარებთ ღმერთი. მესიამოვნა ასეთი დაკლებული ფასები. საახალწლოდ 4 და 5 ლარიც კი ღირდა, ყველიც 5 ლარით ნაკლებ ფასში ვიყიდე, – გვეუბნება რიგითი მომხმარებელი ციცინო ნარსია.
მართლაც, სოფლის პროდუქტის ფასი, შედარებით დაბალია, გასული წლის მეორე ნახევართან შედარებით.
ერთი კილოგრმი ყველი 11-12 ლარი ღირს. ერთი ლიტრი რძე 2 ლარი. სულ ცოტა, ორიოდე თვის წი კი ერთი კილოგრმი ყველი 16 ლარი ღირდა. ერთი ლიტრი რძე კი 2,50-3 ლარი. ასევე საგრძნობლად დაიკლო კვერცხი ფასმა. სოფლიდან ჩამოტანილი კვერცხი, ერთი ცალი 50 თეთრი ღირს. ხოლო საბითუმო არაერთ მაღაზიაში 35 თეთრად ყიდვაა შესაძლებელი. სიმინდის ფქვილი კი, როგორც ვთქვით, განახევრებული ფასითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება ქაფშიას, „ხამსას სეზონზე“, ისიც გაიაფებულია-ერთი კილოგრამი 3 ლარი ღირს. თვენახევრის წინ კი გარჩეულ ერთ კილოგრამს 7-8 ლარად, გაუწმენდავს კი 5 ლარად ყიდდნენ.
ავტორი