ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბერდია ლომიძის თქმით, ოზურგეთში ერთი კოვიდუბანი იქნება. უბანი 13 წევრისგან უკვე დაკომპლექტებულია. ისინი დღის განმავლობაში 35 ადამიანს მოემსახურებიან.
“25-27 სექტემბრის ჩათვლით, 35 ადამიანი დაფიქსირდა, რომლებსაც კოვიდი აქვთ და აქედან გამომდინარე, სჭირდებათ ხმის მიცემა შესაბამისი წესის დაცვით. ზოგი სახლშია, ზოგი კი საავადმყოფოში.
საარჩევნო უბნის წევრები ეკიპირებული იქნებიან შესაბამისი აღჭურვილობით“, _ გვითხრა ბერდია ლომიძემ.
ინფორმაციისთვის: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 63 საარჩევნო უბანია, აქედან ერთი _ კოვიდ უბანი. ოზურგეთში 60 502 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
[sexy_author_bio]