ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირდა 9236 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8235 პაციენტი, გარდაიცვალა 80.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 921 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში სამკურნალოდ 137 პაციენტია გადაყვანილი.
საკარანტინე სივრცეში 199, ხოლო ბინაზე 585 მკურნალობს.