ოზურგეთში ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან საოჯახო მარნები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო, დასწრებოდნენ საწნახელში ყურძნის დაწურვას; ჭაჭის გამოხდას; პურის ცხობას; ჩურჩხელების ამოვლებას. ფესტივალი ანსამბლ ,,აფხაზეთის“ კონცერტით დასრულდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ღვინის ფესტივალი 9-დან 15 ოქტომბრამდე, ქვეყნის 25 ქალაქს მოიცავს.
#ღვინისდღეები #WinedaysGeorgia #გურია
(R)