ოზურგეთში “გოლიათი” ბავშვი დაიბადა, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში “მედალფას” ოზურგეთის კლინიკის დირექტორმა დაწერა.
“15,03,2022 ოზურგეთი, კლინიკა მედალფა, საკეისრო კვეთით კიდევ ერთი ვაჟკაცი მოევლინა ამ ქვეყანას, ოზურგეთელი გოლიათი 5 კილოგრამსა და 600 გრამს იწონის, ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი ქართველები და ასეთი გურულები. მრავალჟამიერ”, _ დაწერა სოციალურ ქსელში დავით მდინარაძემ.
“გურია ნიუსი” ულოცავს ახალშობილის მშობლებს, კლინიკას, საქართველოს. ფეხბედნიერი ყოფილიყოს პატარა “გოლიათი”