მოახლოებული სააღდგომო დღესასწაულის წინ, ოზურგეთში, სოფლის პროდუქტიდან თუ შინაური ფრინველ-ცხოველიდან, ყველაზე ძვირი ინდაური ღირს.
_ შარშან კი ღირდა სააღდგომოდ 100 ლარი, მარა დაივიწყეთ, ბატონო, ის ფასი. მამალი თუ დედალი ინდაური 150 ლარი ღირს. შეხედეთ, ერთ თვეში ჭამს ორივე მაგ ფასის სიმინდს. ისე, კაი ადამიანებისთვის შეიძლება პაწე ფასის დაკლება,_ ბოლოს დაიტკბილა ხმა გამყიდველმა ქალბატონმა.
შედარებით იაფია ყველი. ერთ კილოგრამს აბარებენ 8 ლარად, გასაყიდი ფასი კი 10 ლარია. სოფლის კვერცხი, ერთი ცალი 50 თეთრი ღირს, თუმცა, დიდი ალბათობით, აღდგომამდე ფასი ერთ ლარამდე გაიზრდება. 2-2,50 ლარი ღირს ერთი ლიტრი რძე.
ცოტა მოიმატა გოჭის ფასმაც. ცოცხალი წონა, ერთი კილოგრამი 15 ლარი ღირს. ერთი თვის წინ კი 12-13 ლარად იყო ყიდვა შესაძლებელი.
ავტორი