ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები ყოველდღე მატულობს. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 382 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ კი გამოვლენილია კორონავირუსის 15844 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 14434 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის კოვიდკლინიკაში იმყოფება 109 პაციენტი, საკარანტინე სივრცეში 179, ბინაზე კი 1021 მკურნალობს.