ოზურგეთში კოვიდინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 8504 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7658 პაციენტი, გარდაცვლილია 79.