ოზურგეთში კოვიდინფიცირების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია კოვიდინფიცირების 995 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 141, საკარანტინე სივრცეში 209, ბინაზე კი 645 პაციენტი მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი დაფიქსირებულია კორონავირუსის 9190 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8195, გარდაცვლილია 80 პაციენტი.