ოზურგეთში კოვიდინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 7398 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6659 პაციენტი, გარდაცვლილია 78.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 661 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 138, საკარანტინე სივრცეში 229, ბინაზე კი 294 პაციენტი მკურნალობს.