გასული დღე -ღამის განმავლობაში ოზურგეთში კორონავირუსზე 82 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 13 შემთხვევა, საიდანაც 10 ადამიანი საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული, 3 კი ბინაზე მკურნალობს.