ოზურგეთში კოვიდინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 53 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 19 კოვიდკლინიკაში, 34 კი ბინაზე მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კი დაფიქსირებულია კორონავირუსის 22039 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21890 პაციენტი, გარდაცვლილია 96.