ოზურგეთში კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულია კორონავირუსის 24313 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 24168 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის კი ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 49 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 6 სტაციონარში, 43 კი ბინაზე მკურნალობს.