ოზურგეთში კოვიდინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 44 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 18, ბინაზე კი 26 მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 21995 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21855, გარდაცვლილია 96 პაციენტი.