დღეს, დილიდან ოზურგეთში კვლვ ძლიერი წვიმაა. ამინდი მკვეთრად გამთენიისას შეიცვალა.
ქალაქის ტერიტორიაზე უკვე წარმოქმნილია სწრაფი და მატების დონით გამოხატული ნიაღვრები.
მოსახლეობა, ძირითადად, სოფლებში მცხოვრები ადამიანები, ძალიან არიან შეწუხებული ასეთი გადაუღებელი წვიმების გამო. ისინი ამბობენ, რომ უამინდობა ძალიან უშლის ხელს თხილის მოსავლის აღებას, სიმინდის ვეგეტაციას. ასევე შიშობენ, მკვეთრად გამოხატულ კლიმატური ცვლილების პირობებში, კვლავ არ მოხდეს სტიქია, რაც ასე ხშირია.
თუ ამიდის პროგნოზს დავეყრდნობით, დღის მეორე ნახევარში მზემ უნდა გამოანათოს. ამ წუთებში კი კვლავ ძლიერ და გადაუღებლად წვიმს.
ავტორი