ოზურგეთში არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის სახლის“ ოფისში მიუსაფარი ძაღლების მართვის სტრატეგიის დოკუმენტის განხილვა მოეწყო.
„გურიის სამოქალაქო ცენტრის“ წარმომადგენელმა ნათია ვაშალომიძემ მოწვეულ სტუმრებს გააცნო სამუშაო დოკუმენტი, რომლის საბოლოო ვერსია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მიაწოდებენ.
შეხვედრაზე იყო საუბარი, რომ ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯი და ქვეყანაში მოგვარდეს მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემები.
“მიუსაფარი ძაღლები არის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი გამორჩეული პრობლემა და შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია ვცდილობთ, რომ ვიმუშავოთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებთ. დღევანდელ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გავაცანით მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული მართვის სტრატეგიის დოკუმენტი. ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა. ველოდებით შენიშვნებს და წინადადებებს.“ – გვითხრა ნათია ვაშალომიძემ.
ავტორი