გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში წვიმა და +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +38 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექი და +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
წვიმა იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს.
+36 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
გორში უხვი ნალექი და +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +39 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში წვიმა და +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +37 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +39 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +38 გრადუსს მიაღწევს, აქაც მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.