დღეს, ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გურიის რეგიონის მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, საქართველოს საგარეო სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა დ ევროკავშირის შესახებ მიერ, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში, ირაკლი პაპავამ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და პროექტებზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკაზე, ამ პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.
მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს, თუ რას ნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება და ევროპული პერსპექტივა, რა პროცედურებს გადის. ზოგადად, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებამდე და დღეს რა ეტაპზეა საქართველო.
შეხვედრის მსვლელობისას და შემდეგაც, საინტერესო კითხვები დაისვა, რასაც ორგანიზატორებმა უპასუხეს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.
ავტორი