დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ მჟავია სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოზურგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერი“ ჩამოიტანეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მაია ქუტიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 360 დოზა არის ოზურგეთში.
“ერთი კვირის მარაგი შემოვიტანეთ. იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე დარეგისტრიდნენ „ფაიზერის“ ვაქცინაზე შეუძლიათ ხვალიდან გაიკეთონ აცრა“, – გვითხრა მაია ქუტიძემ.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გურიაში მხოლოდ ოზურგეთში მდებარე კლინიკა “მედალფაში“ იქნება შესაძლებელი „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება.
ავტორი: გიორგი გირკელიძე