ოზურგეთში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბერდია ლომიძემ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პროპორციულ ნაწილში საარჩევნო ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა.
„რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, საარჩევნო ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა. „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „გახარია საქართველოსთვის“,_ გვითხრა ბერდია ლომიძემ.