ოზურგეთში “ქართული ოცნების” პროპორციული სიის კიდევ ერთი წარმომადგენელი ვლადიმერ ხავთასია. ის ადგილობრივ არჩევნებში ოზურგეთის საკრებულოს წევრობისთვის იბრძოლებს.
ლადო პარასპორტის სპეციალისტია ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებაში. მან კარგად იცის სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა პრობლემები, რომელთა მხარდასაჭერადაც წლებია მუშაობს. მაგალითი თავად მისცა ყველას, რომ მონაწილეობა, ბრძოლა შშმ პირთა უფლებებისთვის და უკეთესი მომავლისთვის არასოდეს მთავრდება უშედეგოდ.
ლადო ხავთასს სურს საკრებულოში ისეთი პროექტების განხორციელებისთვის იმუშაოს, როგორიცაა ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრის გახსნა ოზურგეთში, ადმინისტრაციულ და საზოგადოებრივი სარგებლობის შენობებში სათანადო სტანდარტების დანერგვა შშმ პირთათვის და სხვა.
იგი შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანია, წლების განმავლობაში პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრია და იბრძვის შშმ პირთა უფლებების დაცვის, მათი პირობების გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის.
(R)