დღეს, ოზურგეთში, როგორც აქ ადგილზე მომუშავე რეალიზატორები გვეუბებიან, ყავის ფასმა კვლამ მოიმატა.
_ერთი კილოგრამი მარცვალი 30 ლარად ჩავიბარეთ. ზოგს 29 ლარად მოაქვს. უმოკლეს დროში უკვე 5 ლარით არის ფასი გაზრდილი. არ ვიცით, რა იქნება ხვალ, _ გვეუბნებიან ოზურგეთის სავაჭრო სივრცეებში ყავის რეალიზაციით დაკავეული ქალბატონები.
მინისაფქვავი მოწყობილობით აღჭურვილი გამყიდველები, რომლებსაც ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ ახლად დაფქული მარცვალის გამო, წუხან, რომ ფასი ყოველდღე მატულობს.
_ ცნობილია, რომ კლიმატურმა ცვლილებებმა აფრიკაში კაკაოს ხეები გაახმო, მაგრამ ასე უცებ როგორ აისახა ყველაფერზე? მარაგი ხომ საკმაოდ იქნებოდა. თუმცა, ასეთ დროს არაკეთილსინდისიერად სარგებლობს ყველა მსხვილი მოვაჭრე კომპანია. ეს კი ჩვენ გვირტყამს ყველაზე მეტად, _ გვეუბნება ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც, მისივე თქმით, პურის ფულს ყავის გაყიდვით შოულობდა. ახლა კი ვარაუდობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, სხვა გამოსავალზე იფიქროს.
როგორც ცნობილია, ჰაერის ტემპერტურის გლობალური ცვლილების გამო, აფრიკაში ხმება კაკაოს ხეები და ამ მცენარის გადაშენების რისკი დიდია.
ავტორი