მეზობელმა დამირეკა. ნახე, წმინდა გიორგის ქუჩის დასაწყისში საღ წიწვოვან ხეებს ჭრიან. კიდევ 8 ხე უნდა მოჭრანო. , სად არიან გარემოსდამცველებიო?
დარწმუნებული ვარ სათანადო „ნებართვაც“ ექნებათ. ასე მოიჭრა ექადიაზე, უნივერსიტეტის ქუჩის დასაწყისშიც 9 ძირი საღი წიწვოვანი ხე.
რა ხდება, ხომ შეიძლება რაიმე კარგი საქმის პროექტი ისე შეადგინო, ქალაქის ფილტვებს _საღ წიწვოვან ხეებს არ შეეხო? _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნუგზარ ასათიანი და ფოტოს აქვეყნებს.
































































