ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში უკვე ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული „ასკანობა“ ჩატარდა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
დღესასწაული სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დაიწყო. გაიმართა დოღი, შეჯიბრი მინი-ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში. ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.