ოზურგეთში, სახოკიას ქუჩაზე ყველა გაწვიმების დროს, თუნდაც წვიმა ხანგრძლივი არ იყოს, ნიაღვრისგან საკანალიზაციო ჭები ივსება და საავტომობილო მოძრაობას აფერხებს. შეუძლებელია ფეხითმოსიარულეთა გავლაც.
იქვე მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლების ეზოებში გადადის ბინძური წყალის მასა ფეკალიებთან ერთად.
“გურია ნიუსმა არაერთხელ გააშუქა ეს საკითხი.
წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პრობლემა შარშან უნდა მოგვარეულიყო, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ თითიც არ გაუნძრევია არავის.
ავტორი