https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოზურგეთში საკვებით ინტოქსიკაციის შემთხვევებმა მოიმატა – რას გვირჩევს ეპიდემიოლოგი

11:58; 22.06.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთში, ბოლო პერიოდში,  საკვებით ინტოქსიკაციის შემთხვევებმა მოიმატა.

როგორც წესი, ზაფხულობით,  განსაკუთრებით  აქტუალური ხდება კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, რომლებიც  ხშირად გამოწვეულია არასათანადო საკვების მიღებით. ინტოქსიკაციის ნიშნები საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში ვლინდება.

ინტოქსიკაციის მიზეზი შეიძლება გახდეს საკვები, რომელიც  არ არის მოხარშული ან კარგად გაცხელებული არ არის სწორად შენახული – მაგალითად, არ არის გაყინული ან გაცივებული, ან სულაც ადამიანმა, რომელმაც ამზადებდა ამა თუ იმ საკვებ კერძს, სათანადოდ არ დაიცვა ჰიგიენის წესები, არ დაიბანა ხელები მზადებისას ან პროდუქტი არ გარეცხა სათანადოდ.

უფრო კონკრეტულად იმის შესახებ თუ რისი გამოწვევა შეუძლია საკვებით ინტოქსიკაციას, რა სიმპტომებით ვლინდება, რის მიღებას უნდა მოვერიდოთ უმეტესად ზაფხულში და როგორია საკვებით მოწამვლის შემთხვევაში პირველადი დახმარება – ამის შესახებ “გურია ნიუსი” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგს, ელზა სიმონიშვილს ესაუბრა.

_ რა სიმპტომები ახასიათებს საკვებით მოწამვლას და როგორ ამოვიცნოთ?

_ საკვებისმიერი ინტოქსიკაცია-მოშხამვა ვლინდება სხადასხვა ტიპური სიმპტომით, უმეტესად დიარეით. დიარეის გარდა მას ახასიათებს  გულისრევა-ღებინება, ტემპერატურის მატება,ზოგადი სისუსტე. დიარეის ძირითადი სიმპტომებია:

მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცელში; მუცლის შებერვა;

ნაწლავების მოქმედების გახშირება.

ფაღარათის (დიარეის) მიზეზიდან გამომდინარე, შეიძლება სხვა ნიშნებიც გამოვლინდეს: ცხელება; ლორწოიანი, ჩირქიანი და/ან სისხლიანი განავალი; გულისრევა, ღებინება. ტენეზმები(დეფეკაციის  ძლიერი ცრუ მოთხოვნილება).

 დიარეა ბავშვთა ასაკისა და ხანდაზმულთა ასაკის  ერთერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა  და არცთუ უსაფრთხო  განსაკუთრებით მცირე ასაკის  ბავშვთათვის და ქრონიკული, ასაკოვანი პაციენტებისათვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით  დიარეა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის გამომწვევი დაავადებების ხუთეულში შედის.   დიარეის  მწვავე ფორმის  ყველაზე გავრცელებული მიზეზია ინფექცია  რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ვირუსებით, ისე ბაქტერიებითა და უმარტივესებით.

ამ მხრივ განსაკუთრებით იზრდება რისკი ზაფხულში, რადგან გარემო ტემპერატურის მომატების გამო, იქმნება სხვადასხვა საკვები პროდუქტების მალე გაფუჭების რისკი, შენახვის პირობების, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის, მზეზე დაყოვნების შემთხვევაში შესაძლოა პროდუქტებში შეიქმნას სხვადასხვა ინფექციური აგენტის გამრავლების პირობები, რომლების ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ საკვებისმიერ ინტოქსიკაციებს. გარდა ამისა, ზაფხულში აქტიურდებიან მწერები, რომლებიც თავის მხრივ შესაძლოა იყვნენ სხვადასხვა ინფექციის გადამტანნი და დაასნებოვნონ თავღია პროდუქტები.

 იანვრიდან დღემდე 273 დიარეით მიმდინარე ინტოქსიკაციის შემთხვევა გვაქვს ოზურგეთში, ამათგან ბოლო პერიოდში ფიქსირდება შემთხვევათა მატება,მაგ. იანვრის თვეში სულ 32 შემთხვევა გვქონდა, ხოლო მაისში 59.

 _ რა ტიპის საკვებია განსაკუთრებით საყურადღებო? ( რა საკვებით უფრო ადვილად შეიძლება მოვიწამლოთ, განსაკუთრებით ზაფხულში?)

 _ საკვებისმიერი ინფექციების გავრცელების რისკის მხრივ შესაძლოა გამოვყოთ პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად ხდებიან ინტოქსიკაციის წყარო:

 -კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;

-რძის პროდუქტები;

-შოკოლადი;

-ნაყინი;

-ბურახი;

-ტკბილი სასმელები;

-გაურეცხავი ან ცუდად გარეცხილი ხილი და ბოსტნეული  და ზოგადად, ყველა ის ნაწარმი, რომლის მზეზე ყოფნისა და შენახვის ტემპერატურული რეჟიმი დარღვეულია, აგრეთვე საკვები, რომელიც შესაძლოა იყოს დაბინძურებული მწერებით(განსაკუთრებით ბუზებით), რადგან მათი რაოდენობა ზაფხულში, როგორც ცნობილია, მკვეთრად იმატებს.

 _ შესაძლებელია თუ არა მოწამვლის მიზეზი გახდეს გამაგრილებელი სასმელი?

_ ინტოქსიკაციის მიზეზი აგრეთვე შესაძლოა გახდეს გამაგრილებელი სასმელი, თუ მისი გამოყენების ვადა, შენახვის პირობები დარღვეულია. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ახლად გამოწურული წვენები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს სასმელად მაშინვე, რადგან, როგორც ცნობილია, მათში არ არის კონსერვანტები–ნივთიერებები, რომლების ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას, ასევე მკაცრად უნდა იქნეს დაცული ყველა გამაგრილებელი სასმელის შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმი.

 _ შეიძლება თუ არა მოწამვლა გამოიწვიოს არასათანადოდ გარეცხილმა ჭურჭელმა ? საკვებმა პროდუქტებმა?

 _ ხშირად საკვებისმიერი ინტოქსიკაციის მიზეზი არასათანადოდ გარეცხილი ჭურჭელი და პროდუქტი ხდება. როგორც აღვნიშნე, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით იმატებს მწერების რაოდენობა, რომლებიც დებენ კვერცხებს ღია პროდუქტებსა და ჭურჭელზე, აგრეთვე არიან სხვადასხვა ინფექციური აგენტის მექანიკური გადამტანები, გარდა ამისა  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეს იმ ჭურჭლის/შეფუთვის სისუფთავეს, რაშიც ინახება და სარეალიზაციოდ გამოდის სასმელი, ანუ ბოთლის, ქილის, გრაფინის, ჭიქისა და განსაკუთრებით თუნუქის ქილების ზედაპირის სისუფთავეს, უმი პროდუქტებისა და აგრეთვე დაბინძურებული ხშირად შეხებადი ზედაპირების სისუფთავეს, რომლებსაც შესაძლოა შეეხოს უკვე დასნებოვნებული ადამიანი დაუბანელი ხელით, რაც ხშირად ხდება ინფექციის გავრცელების მიზეზი.

 _ როგორ დავეხმაროთ საკვებით  მოწამლულს? რას გულისხმობს ამ შემთხვევაში პირველადი დახმარება?

 _ როდესაც ადამიანს გამოუვლინდება საკვებისმიერი ინტოქსიკაციისათვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, აუცილებელია შეფასდეს მისი საერთო მდგომარეობა.

 როგორც წესი, დასაწყისი მწვავეა:

 იწყება ღებინებით, შემდგომ ვითარდება ფაღარათი   და ინტოქსიკაციის ზოგადი სიმპტომები: თავის ტკივილი, დიარეა, მუცლის ტკივილი, ცხელება, მაგრამ ეს მოვლენები, როგორც წესი გამოხატულია ზომიერად. თუკი არსებობს იმის ეჭვი, რომ ადამიანმა მიიღო არასათანადო საკვები და მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, რომ პაციენტი იმყოფებოდეს  სახლის პირობებში, ორგანიზმს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ გათავისუფლდეს მავნე აგენტისაგან , სწორედ ამიტომ იწყება რეფლექსის სახით ღებინება -დიარეა, რათა ორგანიზმმა ფეკალურ და ნაღებინებ მასასთან ერთად გამოყოს მავნე აგენტი. აუცილებელია პაციენტი იყოს დიეტურ კვებაზე მცირე ულუფებით, მიეწოდოს სითხეები,რეჰიდრატაციისთვის, გაკონტროლდეს წნევა და ტემპერატურა, დაკვირვება განხორციელდეს ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.

_ შეიძლება თუ არა სიმპტომებმა თავისით გაიაროს, თუ აუცილებელია ექიმისთვის მიმართვა? რა შედეგის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი მოწამვლის ყველაზე რთულ შემთხვევაში?

 _ იმ შემთხვევაში,თუ დიარეის ეპიზოდები გახშირებულია, არის ინტენსიური ღებინება, ტემპერატურა მკვეთრადაა მომატებული და ავადმყოფი ,,მივარდნილია“, ასევე განსაკუთრებით ბავშვებში!

მნიშვნელოვანია  მშობლებს  ახსოვდეთ   სიმპტომები,   რომელთა გაჩენისას   დაუყოვნებლივ უნდა  მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას:

შეუპოვარი ღებინება საათში 3  და მეტჯერ,  კანისა და ლორწოვანის სიმშრალე, კრუნჩხვა,  მკვეთრი აგზნება,  გამოხატული ლეთარგია – ძილიანობა ან უგონო მდგომარეობა;

სითხის (მათ შორის – ორალური სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარის) მიღების შეუძლებლობა ან წყლის ხარბად სმა.

მსგავსი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ სპეციალისტს, რათა არ მოხდეს ორგანიზმის გაუწყლოება, მძიმე ინტოქსიკაცია და არ განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა.

_ რამდენი ხანი სჭირდება ორგანიზმს მოწამვლის შემდეგ რეაბილიტირებისთვის და როგორ უნდა ვიკვებოთ ამ პერიოდის განმავლობაში?

_ საკვებისმიერი მოშხამვის მერე, ორგანიზმის ძალების აღდგენის, რეაბილიტაციის პერიოდი ბევრადაა დამოკიდებული დიაგნოზის სიმძიმეზე, დაავადების მიმდინარეობაზე, ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, ასაკზე, თანმხლებ დაავადებებზე და სრულყოფილად ჩატარებულ მკურნალობაზე.

დაავადების შემდგომი პერიოდი უნდა იყოს განხსვავებული კვების რეჟიმით: დამზოგველი დიეტა, თერმულად კარგად დამუშავებული და ადვილად მოსანელებელი საკვები–უმეტესად თხიერი სახის; ხილისა და ბოსტნეულის ნახარშები, ჩაშუშული, ორთქლზე დამზადებული კერძები; ნაკლებცხიმიანი, ნაკლები კონსერვანტების შემცველი, ნაკლებად მძიმე პროდუქტები. საკვები უნდა მიიღონ მცირე ულუფებად, დღის განმავლობაში საკმაო რაოდენობის სითხესთან ერთად.

რაც შეეხება პრევენციას ( პროფილაქტიკას)

საკვებისმიერი ინტოქსიკაციებისგან თავის დაცვის, პრევენციის ღონისძიებებს მიეკუთვნება:

პირადი ჰიგიენის წესების დაცვა – პირველ რიგში ხელების ხშირი  დაბანა,  საკვებად კარგად გარეცხილი პროდუქტის გამოყენება,  სასმელად სუფთა წყლისა და სასმელების  გამოყენება,

სურსათის მაცივარში განსაზღვრულ ტემპერატურაზე შენახვა. პროდუქტების შენახვის ვადის დაცვა.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ელზა სიმონიშვილიინტოქსიკაცია
გაზიარება11Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე

10:08; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

20:12; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

„სურები 2 ჰესის“ გზშ-ს განხილვა მოსახლეობის ერთი ნაწილი, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

18:26; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

17:18; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23 იანვარი, 2026

თხევადი გაზის გაჟონვა და ძლიერი აფეთქება რესტორანში _ არიან დაღუპულები და დაშავებულები (ჩინეთი)

რიკოთზე მოძრაობის საგანგებო რეჟიმი დაწესდა

ყველა სიახლე

სამართალი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:37; 24.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის აღწევენ მიზანს

10:41; 24.01.2026
ზაფრანი

რომელ საკვებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა

10:40; 24.01.2026
ზაფრანი

ვინ მოგცემთ საუკეთესო რჩევებს

10:39; 24.01.2026
ზაფრანი

როდის და როგორ კარგავთ სიყვარულს

10:37; 24.01.2026
საზოგადოება

„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე

10:08; 24.01.2026
სამართალი

“ნაცნობს საფულე მოპარა და საბანკო ბარათებით პროდუქტები იყიდა”

21:09; 23.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

20:55; 23.01.2026
საზოგადოება

დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

20:12; 23.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება – რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?

18:51; 23.01.2026
სამართალი

არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინეს

18:38; 23.01.2026
საზოგადოება

„სურები 2 ჰესის“ გზშ-ს განხილვა მოსახლეობის ერთი ნაწილი, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

18:26; 23.01.2026
სამართალი

პროკურატურამ 88 პირს ბრალი წარუდგინა- ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი, კოკაინი და მეთადონი

17:31; 23.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

17:18; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო