ოზურგეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა სოფელ ნატანებთან ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, არავინ დაშავებულა.
“ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან აცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა“,_ ამბობენ “საქართველოს რკინიგზაში”.
ავტორი