დღეს, დილიდან, ოზურგეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ შსს-ს მიერ საკუთარ სახლში დაკავებული იქნა ილია ლეჟავა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი.
თქვეს ასევე, რომ „მოდულის“ შენობაში გადაიყვანეს.
_არაფერი არ ვიცი…ძალიან ბევრი ვიტირე. უმაგრესი ადამიანი, საუკეთესო მუშაკი. ასე იცნობდნენ წლების მანძილზე. როგორ გადაიტანს? ყველამ იცის, რომ გული აწუხებს. სახლში კი ას წელს მიახლოებული დედა ჰყავს. ეცნენ და გადაიყვანეს მოდულში. როგორ ჰგავს ნაცების ხელწერას ეს ყველაფერი. თუ დასაჭერი იყო, ახლა გაახსენდათ, როცა სამსხურიდან წასვლაზე უარი განაცხადა და სასამართლოს მიმართა? – თქვა „გურია ნიუსთან“ ოჯახის ახლობელმა ქალბატონმა.
ზოგადად, ოზურგეთში გავრცელებული ინფორმაციით, რასაც ხალხი აქტიურად საუბრობს, ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან შურისძიება.
_ვარაუდობდნენ, რომ არჩევნებზე ილია ლეჟავას ვაჟმა ხმა კონსტანტინე შარაშენიძეს მისცა. ვნახოთ, რა ბრალს წაუყენებენ. ეს არის სამარცხვინო ამბავი, _ ამბობენ ადგილობრივები.
“გურია ნიუსი” ამ დრომდე ცდილობს მოიპოვოს ოფიციალური ინფორმაცია. თუმცა ჯერჯერობით ამ დრომდე სუს-ის პრესსამსახურთან დაკავშირებას ვერ მოვახერხეთ.
როგორც სუს-ის პრესსამსახურში ამბობენ, როგორც კი ინფორმაცია ექნებათ, შეგვატყობინებენ.
“გურია ნიუსი” ოფიცილურ ინფორმაციას თუ რატომ არის დაკავებული ილია ლეჟავა მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ავტორი