დღეს, ოზურგეთში სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ოფისი გაიხსნა. სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საზოგადოებისთვის ოზურგეთში პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ ოფისი გაიხსნა. „ალტ-ინფოს“ დროებით გახსნილ ოფისთან საზოგადოების ერთმა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.
„თავისუფლებისთვის“ წევრებმა ოფისის გახსნაზე აღნიშნეს, რომ სწორედ ამ აქციის შემდეგ დაიბადა იდეა, შექმნილიყო ახალი სამოქალაქო მოძრაობა.
ოფისის გახსნის დღეს „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა ოთარ რევიშვილმა აღნიშნა: _ ჩვენი თანამოაზრეა ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან გზასაყარზე არის და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია. ევროპა გვეუბნება, რომ ისინი მზად არიან მიგვიღონ ევროკავშირში და ეს ნება უნდა აღსრულდეს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილიც ეს არის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.
“სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის“ 12 დამფუძნებელი ჰყავს. მოძრაობის გამგეობის თავმჯდომარე კუკა ბარამიძეა.
ავტორი