ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა – ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროგრამით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ საკითხებზე და დაგეგმეს სოფლებში შეხვედრების გრაფიკი. ასევე, განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებები.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 1 086 000 ლარი გამოეყო. საჭიროების მიხედვით კი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებიც დაემატება.
აღნიშნული პროგრამით განსაზღვრული მიმართულებებია: შიდა სასოფლო გზების, სატრანსპორტო მოსაცდელების, გარე განათებების, ხიდების, მილხიდების, სანიაღვრე არხების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, ამბულატორიის, სკვერების, სპორტული მოედნების და საბავშვო ბაღების ეზოს კეთილმოწყობა. ასევე, გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, სხვადასხვა ადგილების შესაბამისი მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება,“ – წერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი


































































