ოზურგეთში თხილის ფასი, ტრადიციულად დაიყო და ახლა „გულშიშველას“ სამ ლარად იბარებენ. ხოლო „ბერძნულას“ ფასი 3.30 და 3.50 ლარს შორის მერყეობს. გააჩნია, სხვადასხვა მიმღებ პუნქტებს. ისინი მეტ-ნაკლები სხვაობით იბარებენ.
ყველაზე მთავარი, რის შემდგაც ფასის დაკლებას უფრთხიან თხილის ჩამბარებლები, ეს გატეხვის მეთოდის დაწყებაა. ამ პრიმიტიული ხერხით ორმაგად ზარალდება რიგითი ფერმერი.
როგორც გურიაში ამბობენ, წელს თხილის მოსავალი, არც ისე დიდია. ამასთანავე ნახევარზე მეტი, თითქმის, დაზიანებული და გაფუჭებულია, როგორც ფაროსანასგან, ისე სოკოვანი დაავადებებისგან.
ავტორი